მგფ-ის ხელმძღვანელობა საჯარო და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის ფორმის განხილვისადმი მიძღვნილ კონფერენციას ესწრება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში, რომელიც საჯარო და კერძო სექტორის შორის პარტნიორობის ფორმის განხილვასა და სამომავლო პერსპექტივებს ეძღვნება, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელობა აქტიურად არის ჩართული. ორ დღიან კონფერენციას, რომელიც ქობულეთში სასტუმრო „ ჯორჯიან პალასში“ 7-8 დეკემბერს იმართება ფონდის გენერალური დირექტორი ელგუჯა ხოკრიშვილი და მისი მოადგილე თეიმურაზ მურღულია ესწრებიან.
კონფერენციის მიზანია საჯარო სექტორის მიერ შეთავაზებული მომსახურეობების გაუმჯობესბა და ამ კუთხით სამომავლო გეგმების დასახვა, ასევე საჯარო და კერძო სექტორს შორის წარმატებული თანამშრომლობის პრაქტიკის დანერგვა. ამასთანავე კონფერენციის მიზანია კერძო ინვესტიციების ზრდის სტიმულირება მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურილ პროექტებში.
საჯარო და კერძო პარტნიორობის განხილვისადმი მიძღვნილი კონფერენციის მონაწილეებს საშუალება აქვთ განიხილონ საჯარო-კერძო სექტორის ერთობლივი პროექტების დაგეგმვის პერსპექტივები შემდეგი ძირითადი მიმართულებებით – ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, განათლება და ჯანდაცვა.
კონფერენციას, რომელიც ეკონომკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშილმა გახსნა, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის სხვა წარმომადგენლებიც ესწრებიან. კერძოდ ღონისძიებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელი პირები ესწრებიან.
კონფერენციაში ასევე აქტიურადაა ჩართული საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია.
საქართველოს მთავრობის მიზანია აღნიშნული კონფერენციით ხელი შეუწყოს კერძო და საჯარო სექტორს შორის თანამშრომლობას და სამომავლო პოლიტიკის განსაზღვრა.