როშკა-არხოტის უღელტეხილი - სოფელ ამღას საავტომობილო გზის (მონაკვეთი: კმ 0+000 კმ 11+000) სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა
გამოქვეყნებულია: 19 ივნისი 2020 / ძალაშია: 21 ივლისი 2020
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს ელექტრონულ ტენდერს - NAT200008821 როშკა-არხოტის უღელტეხილი - სოფელ ამღას საავტომობილო გზის (მონაკვეთი: კმ 0+000 კმ 11+000) სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით.
შესყიდვის გამოცხადების თარიღი: 2020 წლის 19 ივნისი
წინადადებების მიღება იწყება: 2020 წლის 16 ივლისს
წინადადებების მიღება მთავრდება: 2020 წლის 21 ივლისს, 14:00 საათზე
შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება: 5,710,465.00 ლარი, დღგ-ს გათვალისწინებით
დეტალური ინფორმაციის გასაცნობად გთხოვთ გამოიყენოთ შემდეგი ბმული:
https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=356849&lang=ge