ქ. დუშეთის ისტორიული ქუჩების ურბანული განახლება - ფაზა 2

გამოქვეყნებულია: 27 ივლისი 2020    /    ძალაშია: 27 აგვისტო 2020

საქართველოს განზრახული აქვს მიიღოს მსოფლიო ბანკისაგან (The World Bank) დაფინანსება რეგიონული განვითარების მესამე პროექტის (RDP III) განსახორციელებლად და ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისათვის: ქ. დუშეთის ისტორიული ქუჩების ურბანული განახლება - ფაზა 2.

 

ქვე-პროექტი ითვალისწინებს ქ. დუშეთის ისტორიული ქუჩების ურბანულ რეგენერაციას. საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქ. დუშეთში, დუშეთის მუნიციპალიტეტი განეკუთვნება მცხეთა-თიანეთის რეგიონს. ქ. დუშეთი თბილისიდან 50 კმ-ით არის დაშორებული. ქვე-პროექტი ითვალისწინებს ქალაქ დუშეთის ისტორიულ უბანში მდებარე ისტორიული სახლების რეაბილიტაციას. 

 

დეტალური ინფორმაცია იხილეთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შემდეგ ბმულზე:

 

https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=361604&lang=ge