განცხადება საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის შესყიდვასთან დაკავშირებით
სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვთარების ფონდი“ ახორციელებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფლებთან ქვემო წყლულეთი და ზემო წყლულეთი მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის ტექნიკურ ეკონომიკური შესწავლისა და დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 06 მარტის N387განკარგულების შესაბამისად, აღნიშნული მომსახურების შესყიდვა განხორციელდება გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
საუკეთესო შემოთავაზების მიღების მიზნით, სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი იწვევს ყველა დაინტერესებულ პირს საპროექტო მომსახურების შესყიდვის პროცედურებში მონაწილეობის მისაღებად.
შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 120 000 (ასოცი ათასი) ლარს.
შესყიდვის ობიექტის ირგვლივ დეტალური ინფორმაცია, წინადადებებისა და მოთხოვნილი ინფორმაციის ჩამონათვალი მოცემულია დოკუმენტაციაში.
დაინტერესებულმა პირებმა თავიანთი წინადადებები და მოთხოვნილი ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ 2014 წლის 22 აპრილის 16:00 საათიდან 17:00 საათამდე დალუქული კონვერტით შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150, მე-3 სართული, ოთახი N 301 - სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი.
დამატებითი ინფორმაცია ასევე შესაძლებელია მიიღოთ შემდეგი პირისგან - გიორგი ბულეიშვილი სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის შესყიდვების სამსახურის სპეციალისტი: ტელ: +995 32 2437001/02/03/04 (შიდა ნომერი 405; 414).
wyluletis gza dokumentacia rev1