ინტერესის გამოხატვის მოთხოვნა - ინდივიდუალური კონსულტანტის შერჩევა

გამოქვეყნებულია: 28 აპრილი 2014    /    ძალაშია: 5 მაისი 2014

საკონსულტაციო მომსახურება განსახლების სამოქმედო გეგმის საფუძველზე საჩივრების შეფასებისათვის თელავის, ყვარლისა და დართლოს ქვე–პროექტების ფარგლებში            

          საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ერთობლივი თანადაფინანსებით ხორციელდება რეგიონული განვითარების პროექტი კახეთის რეგიონში. პროექტის ღირებულებაა 75 მლნ აშშ დოლარი;  ხანგრძლივობა - 2012-2016 წწ. აღნიშნული პროექტის მიზანია ინფრასტრუქტურული მომსახურებისა და ინსტიტუციონალური შესაძლებლობების გაუმჯობესება კახეთის რეგიონში, ტურიზმზე დაფუძნებული ეკონომიკისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განვითარების მხარდაჭერის მიზნით (http://www.mdf-kakheti.com/), (http://www.kakheti.travel/).

    საკონსულტაციო მომსახურების ძირითადი მიზანია თელავის, ყვარელის და დართლოს განსახლების სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში წარმოშობილი საჩივრების შეფასება, და მათ მოსაგვარებლად შემდგომი რეაგირების განხორციელების განსაზღვრა.

 

      საკონსულტაციო მომსახურება  საჩივრების შეფასებისათვის