ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სოფელ მეორე სვირისა და სვირის სადგურის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის ქვე-პროექტი - ქვე-პროექტის გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა
რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტი (RMIDP II)
2015 წლის 1 ოქტომბერს 16:00 საათზე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირის (სადგური) საჯარო სკოლის შენობაში, გაიმართება „ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სოფელ მეორე სვირისა და სვირის სადგურის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის“ ქვე-პროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური სკრინინგის დოკუმენტისა და გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა.
ქვე-პროექტი ხორციელდება რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.
საზოგადოების წარმომადგენლებს შესაბამისი დოკუმენტაციის გაცნობა შეუძლიათ:
· საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი #150, ტელ: 2 43 70 01 / 202. საკონტაქტო პირი - ნინო პატარაშვილი, გარემოსდაცვითი უსაფრთხოების სპეციალისტი,
მობ.: 5 77 38 22 92, ელ-ფოსტა: npatarashvili@mdf.org.ge ;
· ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, ქ. ზესტაფონი, აკაკი წერეთლის ქ. #11; საკონტაქტო პირი - შალვა კიკნაველიძე; ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მობ.: 591 005151; ელ-ფოსტა: shalvakiknavelidze@yahoo.com
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ადმინისტრაცია
დოკუმენტის ნახვა ასევე შესაძლებელია ქვევით მითითებულ ბმულზე:
გმგ-სოფელ მეორე სვირისა და სვირის სადგურის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია