ტენდერზე მოწვევის განცხადება
გამოქვეყნებულია: 1 მაისი 2014 / ძალაშია: 16 მაისი 2014
საქართველოს მთავრობამ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის გრანტი იძულებით გადაადგილებულ პირთათვის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესების და იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდაჭერის პროექტის დასაფინანსებლად და აღნიშნული გრანტის ნაწილის გამოყენებას აპირებს პროექტისთვის - „სანიტარული გაუმჯობესების, საყოფაცხოვრებო წყალმომარაგების და დრენაჟის სარეაბილიტაციო სამუშაოები იძულებით გადაადგილებულ პირთა 4 კოტეჯური ტიპის დასახლებებში, შიდა ქართლის რეგიონში (სოფელი ბერბუკი, სოფელი მეტეხი, სოფელი სკრა და სოფელი ხურვალეთი)“.