პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში კომისიამ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის 4 მუნიციპალიტეტის ურბანული განახლების არეალები შეარჩია

7 მაისი 2021

 პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში კომისიამ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის 4 მუნიციპალიტეტის ურბანული განახლების არეალები შეარჩია

 

კომისიის მიერ შერჩეული არეალებია:
 
  • ამბროლაური - აღმაშენებლის და კოსტავას ქუჩებზე არსებული პარკები
  • ლენტეხი - თამარ მეფის და სტალინის ქუჩები 
  • ცაგერი - რუსთაველის და კოსტავას ქუჩები 
  • ონი - დავით აღმაშენებლის მოედანი
 
 შესაბამისი პროექტების/ესკიზების წარმოდგენა უკვე გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებს დაევალებათ  
 
კომსიის სხდომას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია, სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში პაპუნა მარგველიძე, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები და რეგიონის 4 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ