ზარზმის მონასტრის გადაუდებელი სარესტავრაციო სამუშაოები და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა

11 აპრილი 2019
მუნიციპალიტეტი: ადიგენი
დონორი: WB

 

ქვე-პროექტი განხორციელდება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მესამე რეგიონული განვითარების პროგრამის (RDP 3) ფარგლებში, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით. ქვე-პროექტი ითვალისწინებს:

 

- ორსართულიანი ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობასა და პარკინგის მოწყობას;

- კერძო მფლობელობაში არსებული მიმდებარე ღობეებისა და ერთსართულიანი შენობის ფასადის რეაბილიტაციას;

- თამარის წყაროს რესტავრაციასა და წყარომდე მისასვლელი გზის მოწყობას;

- ვიზიტორთა ცენტრის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობასა და ავტოსადგომის მოწყობას;

- წყალმომარაგების, ელ-მომარაგებისა და კანალიზაციის ქსელის მოწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურისთვის; ინდივიდუალური ბიოლოგიური გამწმენდი მოწყობილობის დამონტაჟებას;

- ზარზმის მონასტერთან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საკონსერვაციო სამუშაოები;

- კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისთვის ახალი გარე განათების მოწყობა;

 

ქვე-პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმა ხელმისაწვდომია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე, ასევე შემდეგ მისამართებზე:  

 - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში - ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150;

 - ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია, მისამართი: დაბა ადიგენი, თამარ მეფის ქ. #5

 

 საკონტაქტო პირები:

          - ნუცა გუმბერიძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის ბენეფიციარებთან ურთიერთობის სპეციალისტი

  მობ: +995 598 88 20 19, ელ.ფოსტა: feedback@mdf.org.ge

 

         - გოდერძი სხირტლაძე, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი

 

         მობ: +995 591 91 88 84, ელ-ფოსტა: gode.sxirtladze@gmail.com

 

გსმ ზარზმა