მოწვევა ინტერესის გამოხატვაზე - „ქ. თბილისში #76 და #62 საჯარო სკოლების რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციისა და ენერგოეფექტურობის გაზრდის მიზნით დეტალური დიზაინის მომზადება“
გამოქვეყნებულია: 1 ივნისი 2021 / ძალაშია: 14 ივნისი 2021
საქართველომ მიიღო ევროპის საბჭოს განვითარების ბანკისგან (CEB) დაფინანსება თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაციისა და ენერგოეფექტურობის გაზრდის პროექტის განსახორციელებლად. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აღნიშნული პროექტის ფარგლებში იწვევს კომპანიებს შემდეგი საკონსულტაციო მომსახურებისათვის: „ქ. თბილისში #76 და #62 საჯარო სკოლების რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციისა და ენერგოეფექტურობის გაზრდის მიზნით დეტალური დიზაინის მომზადება“.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ: მოწვევა ინტერესის გამოხატვაზე (ინგლისურ ენაზე).
REOI-CEB N76 and N62 Public Schools.pdf