განცხადება საკონკურსო წინადადების გამოქვეყნების შესახებ

გამოქვეყნებულია: 1 მაისი 2014    /    ძალაშია: 5 მაისი 2014

 სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს კონკურსსდუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ როშკასა და არხოტის თემის სოფლების ახიელი-ჭიმღა-ამღას დამაკავშირებელი გზის მშენებლობა-რეაბილიტაციისათვის საჭირო დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად მომსახურების შესყიდვაზედა იწვევს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინტერესებულ პირს.

შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს  210 000 (ორასათი ათასი) ლარს, რაც მოიცავს საკონკურსო დავალებით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდებისთვის გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და მოსაკრებელსხელშეკრულების შერულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის ხარჯს (ასეთის გამოყენების შემთხვევაში), წინასწარი ანგარიშსწორების (საავანსო გადახდის) საბანკო გარანტიის ხარჯს (ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში) და მიმწოდებლისთვის გათვალისწინებულ ყველა გადასახადსა და მოსაკრებელს.

მომსახურების მიწოდების ვადა შეადგენს 130 კალენდარულ დღეს ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან.

კონკურსანტებმა თავიანთი საკონკურსო წინადადება და მოთხოვნილი ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ 2014 წლის 05 მაისის 15:00 საათიდან 16:00 საათამდე დალუქული კონვერტით შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150, მე-3 სართული, ოთახი N 301 -  სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი.

კონკურსთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია შესაძლებელია მიიღოთ შემდეგი პირისგან - გიორგი ბულეიშვილი, სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის შესყიდვების სამსახურის სპეციალისტი: ტელ: +995 32 2437001/02/03/04 (შიდა ნომერი 405)

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ სახელმწიფო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდის შესაბამისი ბმბული:

  

      http://contest.procurement.gov.ge/?act=1

 

        საკონკურსო განცხადების უნიკალური ნომერი N1229