ქ. დუშეთის ისტორიული ქუჩების ურბანული განახლება - ფაზა 3
საქართველოს განზრახული აქვს მიიღოს მსოფლიო ბანკისაგან (The World Bank) დაფინანსება რეგიონული განვითარების მესამე პროექტის (RDP III) განსახორციელებლად და ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისათვის: ქ. დუშეთის ისტორიული ქუჩების ურბანული განახლება - ფაზა 3.
ქვე-პროექტი ითვალისწინებს ქ. დუშეთის ისტორიული ქუჩების ურბანულ რეგენერაციას. სარეაბილიტაციო ტერიტორია თბილისიდან 50კმ-ს დაშორებით, ქ. დუშეთის ცენტრში მდებარეობს, ზღვის დონიდან 900 მ - ზე. პროექტით გათვალისწინებულია ქ. დუშეთის ცენტრალური ნაწილის - რუსთაველის, ერეკლე II-ს, ჭავჭავაძის, კოსტავას, წმ. ნინოს და შამანაურის ქუჩების - ცენტრალური პარკის მიმდებარე მონაკვეთების და აქ არსებული შენობა-ნაგებობების ნაწილის და ქუჩების რეაბილიტაცია. აღნიშნულ მონაკვეთზე თავმოყრილია მე-19 მე-20 საუკუნის მიჯნაზე აგებული კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ქალაქური ტიპის შენობა-ნაგებობების გამორჩეული ნიმუშები. პროექტის მიზანია მათი პირვანდელი სახით აღდგენა და წარმოჩენა.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შემდეგ ბმულზე:
https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=407953&lang=ge