ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბაკურიანის რეკრეაციულ პარკში
საქართველოს განზრახული აქვს მიიღოს მსოფლიო ბანკისაგან (The World Bank) დაფინანსება რეგიონული განვითარების მესამე პროექტის (RDP III) განსახორციელებლად და ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისათვის: ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბაკურიანის რეკრეაციულ პარკში
პროექტის ძირითადი მიზანია ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია და ინფრასტრუქტურის მოწყობა, რაც გააუმჯობესებს დაბის ცხოვრების პირობებს და ხელს შეუწყობს ტურიზმზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარებას როგორც ბაკურიანში, ასევე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შემდეგ ბმულზე:
https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=411091&lang=ge