მოთხოვნა ინტერესის გამოხატვაზე (EOI) - შენობებზე ვიბრაციის და ხმაურის ზემოქმედების და მათი სტრუქტურული მთლიანობის კვლევა თბილისი-რუსთავის გზის მონაკვეთის პროექტის ფარგლებში (მონაკვეთი 2, კმ 5,2-6,9)

გამოქვეყნებულია: 6 მაისი 2014    /    ძალაშია: 13 მაისი 2014

საქართველოს მთავრობამ მიიღო სესხი აზიის განვითარების ბანკისგან (ADB) საქალაქო ტრანსპორტის მდგრადი ინვესტირების პროგრამის - პროექტი 1-ის დასაფინანსებლად - საკრედიტო სახსრების ნაწილი დააფინანსებს ამ პროექტს.

საქართველოს მთავრობამ თბილისი-რუსთავის საგზაო მონაკვეთის მოდერნიზაცია პრიორიტეტულ პროექტად გამოაცხადა.

პროექტი ითვალისწინებს არსებული 17,1 კმ 2-ხაზიანი გზის გადაკეთებას საერთაშორისო სტანდარტის I კატეგორიად - გზა 4-დან 6-მდე ხაზით და 80 კმ/სთ საპროექტო სიჩქარით. მოასლოდნელია, რომ მონაკვეთი 2 ფონიჭალაში გამოიწვევს სერიოზულ ზემოქმედებას გადასახლების სახით. მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ჩაეტარებინა ზემოქმედების დამატებითი კვლევა და კონსულტაციები ადგილობრივ მოსახლეობასთან, რათა მოეხდინა მონაკვეთის პროექციის ოპტიმიზაცია და განესაზღვრა ზომები გავლენის ზონაში მყოფ მოსახლეობაზე ზემოქმედების მინიმუმამდე შესამცირებლად. პროექტით გათვალისწინებული გასასწორებელი მონაკვეთის (მონაკვეთი 2-ის 5,2-6,9 კმ) გასწვრივ დასახლებულ პუნქტში არსებული 10 საცხოვრებელი შენობა განლაგებულია სამშენებლო მოედანთან უშუალო სიახლოვეში (აღნიშნულია ლურჯად 1 და 2 ნახაზებზე), და ამის გამო მოექცევა ვიბრაციის ზემოქმედების ქვეშ გზის მშენებლობის დროს, და ხმაურის ზემოქმედების ქვეშ მშენებლობის დროს და გზის შემდგომი ექსპლუატაციის დროს.

 

SPN - Investigation of Structural Integrity - ADB-Re-advertisement