ქ. წყალტუბოს საკრებულოს და რკინიგზის შენობის აღდგენის/შიდა რემონტის სამუშაოები და მცირე ზომის საფეხმავლო ხიდების რეაბილიტაცია
საქართველომ მიიღო მსოფლიო ბანკისაგან (The World Bank) დაფინანსება რეგიონალური განვითარების პროექტის (II ფაზა) განსახორციელებლად და განზრახული აქვს ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისთვის: ქ. წყალტუბოს საკრებულოს და რკინიგზის შენობის აღდგენის/შიდა რემონტის სამუშაოები და მცირე ზომის საფეხმავლო ხიდების რეაბილიტაცია. პროექტით გათვალისწინებულია ქ. წყალტუბოს ცენტრალურ ნაწილში არსებული პოლიციის შენობაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს განთავსება, შენობის ფასადების და ინტერიერის, რკინიგზის სადგურის შენობის ფასადის, რკინიგზის სადგურის შენობის I სართულზე კურორტის მართვის ოფისის განსათავსებლად და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ასევე პროექტი ითვალისწინებს ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე მცირე ზომის საფეხმავლო (10ც) ხიდების რესტარვაცია-რეაბილიტაციას.
დეტალებისთვის იხილეთ ბმული:
ქ. წყალტუბოს საკრებულოს, რკინიგზის შენობის და მცირე ზომის საფეხმავლო ხიდების რეაბილიტაცია