ქ. მცხეთის სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის დოკუმენტაციის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სკოპინგის დასკვნა
23 ოქტომბერი 2019
მუნიციპალიტეტი: მცხეთა
დონორი: GOG
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მთავრობის 2018 წლის 19 ოქტომბრის N1933 განკარგულების საფუძველზე, ახორციელებს ქ. მცხეთის სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის დოკუმენტაციის შემუშავებისათვის საჭირო მომსახურების შესყიდვას.
საქართველოს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ 24-ე მუხლის შესაბამისად, მომზადდა სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სკოპინგის ანგარიში და განსახილველად გაიგზავნა შესაბამის სამინისტროებში.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მიერ მომზადებული სკოპინგის დასკვნა „ქ. მცხეთის სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის დოკუმენტაციის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სკოპინგის ანგარიშზე“ შესაბამის დოკუმენტაციასთან ერთად ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: