სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ბაზრის კვლევის შესახებ
მოგესალმებით,
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში არსებული ევგენი ხარაძის სახელობის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ტერიტორიაზე არსებული სასადილოს შენობის რეაბილიტაციის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვას.
შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია განისაზღვროს შესყიდვის ობიექტების (დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება) სავარაუდო ღირებულება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, თანდართული ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული გასატარებელი ღონისძიებების შესაბამისად, გთხოვთ, არაუგვიანეს 2021 წლის 24 დეკემბრის 18:00 საათისა, წარმოადგინოთ თქვენი წინადადება დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით, სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N150) მატერიალური სახით (ნაბეჭდი ვერსია), ან ელ. ვერსიის სახით, შემდეგ ელ. ფოსტებზე: jshvelidze@mdf.org.ge ; mbochorishvili@mdf.org.ge .
დანართი:
· ტექნიკური დავალება 6 (ექვსი) ფურცლად.
წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისთვის