ბაკურიანში ცენტრალური სატრანსპორტო ჰაბის პროექტირება და მშენებლობა

გამოქვეყნებულია: 29 დეკემბერი 2021    /    ძალაშია: 9 თებერვალი 2022

 საქართველოს განზრახული აქვს მიიღოს მსოფლიო ბანკისაგან (The World Bank) დაფინანსება რეგიონული განვითარების მესამე პროექტის (RDP III) განსახორციელებლად და ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისათვის: ბაკურიანში ცენტრალური სატრანსპორტო ჰაბის პროექტირება და მშენებლობა.

საპროექტო არეალში მობილურობის ფუნქციის გასაუმჯობესებელი საინვესტიციო პაკეტის ფარგლებში, კონტრაქტორს მოეთხოვება მულტიფუნქციური ცენტრალური სატრანსპორტო ჰაბის საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავება და მშენებლობა, რაც ინტერმოდალური კვანძების და საგზაო ქსელის მოდერნიზაციასთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურას წარმოადგენს.

 

დეტალური ინფორმაცია იხილეთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შემდეგ ბმულზე:

 

https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=436291&lang=ge