განცხადება საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის შესყიდვასთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია: 14 მაისი 2014    /    ძალაშია: 19 მაისი 2014

         სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვთარების ფონდი“ ახორციელებს გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში - დიდი ხურვალეთი, გუგუტიანთკარი, კოშკა, დიცი, ქვეში და ზარდიანთკარი; ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში - წაღვლი და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში ატოცი და კნოლევი ელექტროენერგიით მომარაგებისა და მაგისტრალური და წყალგამანაწილებელი ქსელების რეაბილიტაცია-მშენებლობისთვის საჭირო საძიებო- საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის  მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14  აპრილის N676 განკარგულების შესაბამისად, აღნიშნული მომსახურების შესყიდვა განხორციელდება გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.  

           საუკეთესო შემოთავაზების მიღების მიზნით, სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი იწვევს ყველა დაინტერესებულ პირს საპროექტო მომსახურების შესყიდვის პროცედურებში მონაწილეობის მისაღებად. 

           შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 90000 (ოთხმოცდაათი ათასი) ლარს.

           შესყიდვის ობიექტის ირგვლივ დეტალური ინფორმაცია, წინადადებებისა და მოთხოვნილი ინფორმაციის ჩამონათვალი მოცემულია დოკუმენტაციაში.

           დაინტერესებულმა პირებმა თავიანთი წინადადებები  და მოთხოვნილი ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ 2014 წლის 19 მაისის 17:00 საათიდან 18:00 საათამდე დალუქული კონვერტით შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150, მე-3 სართული, ოთახი N 301 -  სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი.

           დამატებითი ინფორმაცია ასევე შესაძლებელია მიიღოთ შემდეგი პირისგან - გიორგი ბულეიშვილი სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის შესყიდვების სამსახურის სპეციალისტი: ტელ: +995 32 2437001/02/03/04 (შიდა ნომერი 405; 414).

აღნიშნული შესყიდვის  პროცედურა არ წარმოადგენს ელექტრონულ და გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერს, შესაბამისად მასზე არ ვრცელდება ელექტრონული ტენდერისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესები.

 

      იხ. ბმული:           dokumentacia

 

                                  mtavrobis gankarguleba 676