განცხადება საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის შესყიდვასთან დაკავშირებით
სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვთარების ფონდი“ ახორციელებს სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფლების ბოდბისა და ბოდბისხევის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა-რეაბილიტაციისათვის საჭირო დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 16 აპრილის N702 განკარგულების შესაბამისად, აღნიშნული მომსახურების შესყიდვა განხორციელდება გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
საუკეთესო შემოთავაზების მიღების მიზნით, სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი იწვევს ყველა დაინტერესებულ პირს საპროექტო მომსახურების შესყიდვის პროცედურებში მონაწილეობის მისაღებად.
დამატებითი ინფორმაცია ასევე შესაძლებელია მიიღოთ შემდეგი პირისგან - გიორგი ბულეიშვილი სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის შესყიდვების სამსახურის სპეციალისტი: ტელ: +995 32 2437001/02/03/04 (შიდა ნომერი 405; 414).
იხ. ბმული: dokumentacia