აბასთუმნის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიისათვის ახალი ტექნოლოგიური და ინოვაციური სამეცნიერო ციფრული მუზეუმის მოწყობა

გამოქვეყნებულია: 7 მარტი 2022    /    ძალაშია: 23 მარტი 2022

 მოგესალმებით,


სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (მგფ) მსოფლიო ბანკის დაფინანსებით რეგიონული განვითარების მესამე პროექტის (RDP3) ფარგლებში გეგმას აბასთუმნის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიისათვის ახალი ტექნოლოგიური და ინოვაციური სამეცნიერო ციფრული მუზეუმის მოწყობას. მუზეუმი მოეწობა რეაბილიტირებული შენობის პირველ სართულზე და ობსერვატორიის ეზოში.  8 სივრცეში მოეწყობა სხვადასხვა სახის ასტრონომიული ექსპოზიციები, როგორც სტატიური, ასევე ვიდეო და ანიმაციური. კედლების ძირითადი ნაწილი დაეთმობა ბეჭდურ სამეცნიერო პლაკატებს, ერთ-ერთ სივრცეში მოეწყობა მინი პლანეტარიუმი და მის მიმდებარედ განთავსდება ციფრული ეკრანები, სადაც მოხდება ასტრონომიული ფილმების კინოჩვენებები. რაც შეეხება ღია სივრცეს,  უნდა მოეწყოს მზის საათის ექსპოზიცია, სადაც ქანდაკებების ტიპის ციური სხეულები და პლანეტები განთავსდება, არსებულ შადრევანს ჩაუტარდება რეკონსტრუქცია და გარდაიქმნება საექსპოზიციო სივრცედ, სადაც დამონტაჟდება მოძრავი წყლის ელემენტები და განათება.

 

კონსულტანტს ევალება მოამზადოს სრული საპროექტო დოკუმენტაცია, როგორც ბეჭდური, ასევე ვიდეო ფორმატის სახით, მოამზადოს დეტალური ნახაზები და სპეციფიკაციები ყველა გამოყენებული ელემენტისათვის. მომზადებული პროექტის მიხედვით მოხდება ტენდერის გამოცხადება და შემდგომ გამარჯვებული კომპანია შეძლებს პროექტით განსაზღვრული დანადგარების მიწოდებას, რითიც აღიჭურვება სამეცნიერო ციფრული მუზეუმი. ამასთან, კონსულტანტის ვალდებულებაში შედის მუზეუმის 10-15 წლიანი სამართავი გეგმის  მომზადება.

პროექტირების ხანგრძლივობა (ეტაპები 1-3) - 3 თვე

საინსტალაციო სამუშაოების ზედამხედველობის სავარაუდო ხანგრძლივობა (ეტაპი 4) - 9 თვე

 

შესაბამისად, მგფ ატარებს ბაზრის კვლევას აღნიშნული მომსახურების გასაწევად მსგავსი გამოცდილების მქონე დაინტერესებული პირების გამოვლენისა და შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით.

 

მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის, გთხოვთ, იხილოთ თანდართული ტექნიკური დავალება (ინგლისურ ენაზე).

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, არაუგვიანეს 2022 წლის 23 მარტის 15:00 საათისა წარმოგვიდგინოთ შევსებული ექსელის დოკუმენტი  შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: procurement@mdf.org.ge

 

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

მარიამ აბულაძე

შესყიდვების კონსულტანტი

593 72 73 05

mabuladze@mfd.org.ge

 

პატივისცემით,

შესყიდვების დეპარტამენტი

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი

 

FINAL TOR_AbastumaniDigitalMuseum

 

Annex

 

Survey for potential Consultants