ბაკურიანში მობილობის გასაუმჯობესებლად გზების რეაბილიტაციის, საფეხმავლო და საველოსიპედე ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით პროექტირება/მშენებლობა

გამოქვეყნებულია: 11 ივლისი 2022    /    ძალაშია: 21 ივლისი 2022

 სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (მგფ) მსოფლიო ბანკის დაფინანსებით რეგიონული განვითარების მესამე პროექტის (RDP3) ფარგლებში გეგმავს ბაკურიანში მობილობის გასაუმჯობესებლად  გზების რეაბილიტაციის, საფეხმავლო და საველოსიპედე ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით პროექტირება/მშენებლობას.

 

აღნიშნული ქვე-პროექტი ფარგლებში იგეგმება 5 ქუჩის სრული რეაბილიტაცია, საფეხმავლო ზონებისა და ველობილიკების მოწყობა და გზაჯვარედინების მოწესრიგება. რეაბილიტირებულ ქუჩებზე მოხდება სრულფასოვანი სანიაღვრე სისტემის მოწყობა გზის ზედაპირიდან წყლის მოცილების უზრუნველსაყოფად. საინჟინრო საკომუნიკაციო არხები, რომლებიც ამჟამად ჰაერშია გადაჭიმული, როგორიცაა გაზი, ელექტროენერგია და ინტერნეტი, მოხდება მათი დემონტაჟი და მიწისქვეშ განთავსდება შესაბამის თხრილში. პროექტის ფარგლებში დაბა ბაკურიანში 46 სხვადასხვა ლოკაციაზე მოეწყობა ავტობუსის გაჩერებები, რათა ავტობუსები სრულად მოემსახუროს მოსახლეობას და დამსვენებლებს.

ქვე-პროექტის ხანგრძლივობაა 9 თვე (აქიდან 3 თვე პროექტირება და 6 თვე მშენებლობა).

დაინტერესებულ პირს უნდა გააჩნდეს გზების პროექტირება/მშენებლობის გამოცდილება.

მგფ ატარებს ბაზრის კვლევას აღნიშნული სამუშაოების მიწოდებაზე დაინტერესებული პირების გამოვლენისა და შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით. ტექნიკური მოთხოვნები და ხარჯთაღრიცხვა შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე:

 

 https://drive.google.com/drive/folders/1OVKaE9H-m8hYGRd7xzUICRxfyYB4aZWs?usp=sharing

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, არაუგვიანეს 2022 წლის 21 ივლისის 18:00 საათისა წარმოგვიდგინოთ შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: wbpocurement@mdf.org.ge

 

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

ეკა ეზუგბაია

შესყიდვების კონსულტანტი

577 44 73 77

eezugbaia@mdf.org.ge

 

პატივისცემით,

შესყიდვების დეპარტამენტი

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი