ბაზრის კვლევა ფასებისა და მოწოდების ვადების დადგენის მიზნით - საქართველოში მშენებარე 20 ბაგა-ბაღის აღჭურვილობის (ავეჯის, სხვადასხვა სახის ინვენტარის და ტექნიკის, თეთრეულის, ჭურჭლის, წიგნებისა და სათამაშოების) შესყიდვა

გამოქვეყნებულია: 27 ივლისი 2022    /    ძალაშია: 10 აგვისტო 2022

გაცნობებთ, რომ სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აწარმოებს ბაზრის კვლევას ფასებისა და მოწოდების ვადების დადგენის მიზნით, საქართველოს 11 ქალაქსა და რაიონში მშენებარე 20 ბაგა-ბაღის აღჭურვილობის (ავეჯის, სხვადასხვა სახის ინვენტარის და ტექნიკის, თეთრეულის, ჭურჭლის, წიგნებისა და სათამაშოების) შესასყიდად.

ქვემოთ მითითებულ ბმულზე ატვირთულ ცხრილებში მოცემულია შესასყიდი აღჭურვილობის სიები, ქალაქებისა და რაიონების მიხედვით ჩაშლილი რაოდენობებით, საერთო რაოდენობებით და ასევე, ტექნიკური მახასიათებლებით.

 

https://drive.google.com/drive/folders/1J5Rn0_Ave2cdjNeLMO2_jr5ySCxovZc2?usp=sharing

 

 

ფასების და მიწოდების ვადების დადგენის მიზნით, გთხოვთ, ჩაერთოთ მოცემულ კვლევაში და წარმოადგინოთ ზემოთ მითითებულ ბმულზე ატვირთულ ცხრილებში მოცემული საქონლის ერთეული ფასების, ჯამური ღირებულებებისა და მოწოდების ვადების შევსებული გრაფები (ცხრილებში შესავსები გრაფები გაყვითლებულია). ფასები უნდა მოიცავდეს ადგილზე მიწოდების/მოწყობის ღირებულებებსა და დღგ-ს გადასახადს. გთხოვთ, შევსებული ცხრილები წარმოადგინეთ არაუგვიანეს 2022 წლის 10 აგვისტოს 17 საათისა, ელ-ფოსტის საშუალებით: adbprocurement@mdf.org.ge