ბაზრის კვლევა ფასების დადგენის მიზნით - ქალაქ გორში ინტეგრირებული ურბანული განახლების მიზნით დეტალური პროექტის მომზადების საკონსულტაციო მომსახურება

გამოქვეყნებულია: 28 ივლისი 2022    /    ძალაშია: 5 აგვისტო 2022

 გაცნობებთ, რომ სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აწარმოებს ბაზრის კვლევას ფასების დადგენის მიზნით, ქალაქ გორში ინტეგრირებული ურბანული განახლების მიზნით დეტალური პროექტის მომზადების საკონსულტაციო მომსახურების შესასყიდად.

 

განსახორციელებელი პროექტის მთავარი კომპონენტებია:

  ·    გარკვეული არეალის ურბანულ დიზაინი, რომელიც იქნება ორიენტირებული ფეხით სავალ ნაწილზე;

   ·    ცენტრში არსებული სკვერები და პარკების რეაბილიტაცია, რომელიც ითვალისწინებს, აღნიშნული სკვერების განახლებას და ადაპტაციას თანამედროვე სტანდარტებით;

  ·    კულტურის სახლის რეაბილიტაცია, რომელიც ითვალისწინებს არსებული შენობის ადაპტაციას თანამედროვე მოთხოვნების მიხედვით, დღეს უკვე არსებული ფუნქციების ნორმაში მოყვანა და ახლის დამატება.

 

დეტალური ინფორმაციისთვის, იხილეთ თანდართული დოკუმენტები: (i) აღნიშნული საკონსულტაციო მომსახურების ტექნიკური დავალება (Terms of Reference); (ii) დასაპროექტებელი კომპონენტების მაგალითი; (iii) კომპონენტების ფასების შესავსები ცხრილი.

 

ფასების დადგენის მიზნით, გთხოვთ, ჩაერთოთ მოცემულ კვლევაში და წარმოადგინოთ ელ-ფოსტაზე თანდართული კომპონენტების ფასების შევსებული ცხრილი, არაუგვიანეს 2022 წლის  5 აგვისტოს 17 საათისა, ელ-ფოსტის საშუალებით: adbprocurement@mdf.org.ge

 

(i) Integrated Urban Upgrading-Terms of Reference (GORI)

 

(ii) Examples for the Components (1)

 

(iii) Components’ Prices Form to be filled in (2)