მუნიციპალური განვითარების ფონდმა წყალტუბოში თეატრისა და გამგეობის შენობების რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა

21 მაისი 2014

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ წყალტუბოს ცენტრალურ ნაწილში მდებარე გამგეობის შენობის  ფასადისა და ინტერიერის, ასევე თეატრის შენობის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. აღნიშნული პროექტის განხორციელება რეგიონული და ტურისტული ინფრასტრუქტურის  განვითარებას ისახავს მიზნად. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 1,335,624,64 ლარია.

 

გამარჯვებული კომპანიის გამოვლენიდან და ხელშეკრულების გაფორმებიდან სარეაბილიტაციო სამუშაოები 7 თვეში დასრულდება. ტენდერით   დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციის მიღება და საკონკურსო დოკუმენტაციის გაცნობა შეუძლიათ სამუშაო დღეებში 10:00-დან 18:00 საათამდე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში,  სატენდერო წინადადების გაცნობა კი შესაძლებელია ფონდის ვებ -გვერდზე (იხ. ლინკი : http://www.mdf.org.ge/?site-lang=ka&site-path=tenders/current_tenders/&id=479 ).

 

გამგეობის შენობისა და თეატრის შენობის რეაბილიტაციის ფარგლებში შემდეგი სამუშაოები განხორციელდება - მონოლითური ბეტონის და რკინაბეტონის კონსტრუქციების მოწყობა -132.89 მ3,  ლითონის კონსტრუქციების მოწყობა - 7.25 ტ;  სახურავის მოწყობა მეტალოკრამიტის ფურცლებით - 400.00 მ2, სახურავის ფენილის შეკეთება -1,200.00 მ2, კედლების ლესვა ქვიშა- ცემენტის ხსნარით - 1,213.54 მ2ფასადების რელიეფური ლესვა (ე.წ. „მიუნხენური“) - 1,488.00 მ2,  ბუნებრივი ქვით მოსაპირკეთებელი სამუშაოები - 779.85 მ2, იატაკების მოწყობა კერამიკული და ხელოვნური გრანიტის ფილებით - 635.25 მ2პარაპეტის მოპირკეთება აკვაპანელით - 665.00 მ2,  ჭერის მოწყობა არმსტრონგის და მუყაო-თაბაშირის ფილებით - 1,611.00 მ2, სპეციფიური მაღალი ხარისხის ხის მასალით კარის მოწყობის სამუშაოები - 184.11 მ2, იატაკის მოწყობა ლამინირებული პარკეტით - 374.80 მ2,  მეტალოპლასმასის ფანჯრის ბლოკების მოწყობა (ხის ფაქტურის იმიტაციით, მინაპაკეტი 4/6მმ) - 178.08 მ2გრანიტის ბორდიურის მოწყობა - 210.00 მ, მდფ-ის კარის ბლოკის მოწყობა - 156.42 მ2,  მუქი ნაცრისფერი ყრუ ალუმინის ვიტრაჟების მონტაჟი , მინაპაკეტით 4/6მმ დაბურული შუშითა და მოწყობილობებით - 230.00 მ2.  

 

პროექტის განხორციელება, ქალაქ წყალტუბოს, როგორც ტურისტული ზონის განვითარებას მაქსიმალურად შეუწყობს ხელს. პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე ქვეყანაში ტურიზმისა და ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით.