ბაზრის კვლევა ფასების დადგენის მიზნით - ქალაქ ქუთაისში ინტეგრირებული ურბანული განახლების მიზნით დეტალური პროექტის მომზადების საკონსულტაციო მომსახურება
გაცნობებთ, რომ სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აწარმოებს ბაზრის კვლევას ფასების დადგენის მიზნით, ქალაქ ქუთაისში ინტეგრირებული ურბანული განახლების მიზნით დეტალური პროექტის მომზადების საკონსულტაციო მომსახურების შესასყიდად.
განსახორციელებელი პროექტის მთავარი კომპონენტებია:
· გარკვეული არეალის ურბანულ დიზაინი, რომელიც იქნება ორიენტირებული ფეხით სავალ ნაწილზე;
· ბოტანიკური ბაღის, ადმინისტრაციული შენობებისა და ღონისძიებების ჩასატარებელი სივრცის რეაბილიტაციისთვის დეტალური დიზაინის მომზადება;
· საფეხმავლო ხიდი და ზიპ ლაინი(თუ არის შესაძლებელი, წინასწარმა კვლევამ უნდა აჩვენოს) რომელიც შეაერთებს ცენტრს ბოტანიკურ ბაღთან.
დეტალური ინფორმაციისთვის, იხილეთ თანდართული დოკუმენტები: (i) აღნიშნული საკონსულტაციო მომსახურების ტექნიკური დავალება (Terms of Reference); (ii) დასაპროექტებელი კომპონენტების მაგალითი; (iii) საფეხმავლო ხიდი მდ. რიონზე, ქუთაისში_პროექტი; (iv) კომპონენტების ფასების შესავსები ცხრილი.
ფასების დადგენის მიზნით, გთხოვთ, ჩაერთოთ მოცემულ კვლევაში და წარმოადგინოთ ელ-ფოსტაზე თანდართული კომპონენტების ფასების შევსებული ცხრილი, არაუგვიანეს 2022 წლის 30 აგვისტოს 17 საათისა, ელ-ფოსტის საშუალებით:
(i)IntegratedUrbanUpgrading-TermsofReference(KUTAISI).pdf
(iii)DesignforFootbridgeovertheRiverRioniinKutaisiPart1.pdf
(iii)DesignforFootbridgeovertheRiverRioniinKutaisiPart2.pdf
(iv)ComponentsPricesFormtobefilledin.pdf