ბაზრის კვლევა ფასებისა და მოწოდების ვადების დადგენის მიზნით - საქართველოში მშენებარე 4 სპორტკომპლექსის აღჭურვილობის (საოფისე ავეჯისა და ტექნიკის, ორგტექნიკის, საცურაო აუზებისა და სპორტული დარბაზების აღჭურვილობის, ტრენაჟორების ) შესყიდვა

გამოქვეყნებულია: 31 აგვისტო 2022    /    ძალაშია: 9 სექტემბერი 2022

 გაცნობებთ, რომ სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აწარმოებს ბაზრის კვლევას ფასებისა და მოწოდების ვადების დადგენის მიზნით, საქართველოში მშენებარე 4 სპორტკომპლექსის აღჭურვილობის (საოფისე ავეჯისა და ტექნიკის, ორგტექნიკის, საცურაო აუზებისა და სპორტული დარბაზების აღჭურვილობის, ტრენაჟორების) შესასყიდად.

ქვემოთ მითითებულ ბმულზე ატვირთულ ცხრილებში მოცემულია შესასყიდი აღჭურვილობის სიები, ქალაქების მიხედვით ჩაშლილი რაოდენობებით, საერთო რაოდენობებით და ასევე, ტექნიკური მახასიათებლებით.  

 

drive.google.com/drive/folders/1wm5TsKxPnfgIfoU1yFY5EvMlozYLLKr9 

 

 

ფასების და მიწოდების ვადების დადგენის მიზნით, გთხოვთ, ჩაერთოთ მოცემულ კვლევაში და წარმოადგინოთ ზემოთ მითითებულ ბმულზე ატვირთულ ცხრილებში მოცემული საქონლის ერთეული ფასების, ჯამური ღირებულებებისა და მოწოდების ვადების შევსებული გრაფები. ფასები უნდა მოიცავდეს ადგილზე მიწოდების/მოწყობის ღირებულებებსა და დღგ-ს გადასახადს. გთხოვთ, შევსებული ცხრილები წარმოადგინეთ არაუგვიანეს 2022 წლის 9 სექტემბრის 17 საათისა, ელ-ფოსტის საშუალებით: adbprocurement@mdf.org.ge