ნორიოს და ჯანდარას სკოლების რეაბილიტაციის დასრულების მიზნით, ტენდერი გამოცხადდა

9 სექტემბერი 2022

საქართველოს რეგიონული განვითარებისა  და ინფრასტრუქტურის სამინიტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოს და სოფელ ჯანდარას სკოლების რეაბილიტაციის დასრულების მიზნით, დარჩენილ სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა.

 

მუნიციპალური განვითრების ფონდი სოფელ ნორიოს და სოფელ ჯანდარის, ჯამში, 2000 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლების სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს. სარეაბილიტაციო სკოლებში ეწყობა საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდება გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები. სკოლები სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
 
სოფელ ნორიოს და სოფელ ჯანდარის სკოლების რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2020 წლის დეკემბერში დაიწყო. მიუხედავად არაერთი სიტყვიერი თუ წერილობით გაფრთხილებისა, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება. კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება შეწყდა, ხოლო ზიანის ანაზღაურების მიზნით, ამოქმედდა საავანსო გადახდისა და ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტია.
 
ტენდერის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ მოსახლეობას მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოდგილემ  გიორგი ციბაძემ და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოდგილემ ვალერიან გობრონიძემ ადგილზე გააცნეს.