სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის თანამშრომელთა და მათი ოჯახის წევრთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის კოლექტიური სადაზღვევო მომსახურების შესყიდვა

გამოქვეყნებულია: 5 დეკემბერი 2022    /    ძალაშია: 16 დეკემბერი 2022

 სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს, 2023 წლის 15 თებერვლიდან 2024 წლის 31 იანვრის ჩათვლით პერიოდში, სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის თანამშრომელთა და მათი ოჯახის წევრთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის კოლექტიური სადაზღვევო მომსახურების შესყიდვას.

 

შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა განისაზღვროს პრეისკურანტის ზღვრული ფასები.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, თანდართული ტექნიკური დავალებისა და პრეისკურანტის გათვალისწინებით გთხოვთ, არაუგვიანეს 2022 წლის 16 დეკემბრის 18:00 საათისა, წარმოადგინოთ თქვენი წინადადება (განფასებული პრეისკურანტის (შემოთავაზებული ფასები) PDF ფაილის სახით: ორგანიზაციის ხელმძღვანელის/პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით, ბეჭდის არსებობის შემთხვევაში, ორგანიზაციის ბეჭდით და თარიღით) სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N150) მატერიალური სახით (ნაბეჭდი ვერსია), ან ელ. ვერსიის სახით, შემდეგ ელ. ფოსტებზე: npkhakadze@mdf.org.ge mbochorishvili@mdf.org.ge .   

 

დანართი: ტექნიკური დავალება და განსაფასებელი პრეისკურანტი. 

 

ტექნიკური დავალება

განსაფასებელი პრეისკურანტი

 

წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისთვის 

მეილს თან ერთვის სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე არსებული, ზემოთ აღნიშნული ბაზრის კვლევის ბმულიც:

http://procurement.gov.ge/ka/n/MarketResearch/research1925