სიახლეები
10 მაისი 2025
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა წყალტუბოში ,,ცივი ტბის” სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა წყალტუბოში ,,ცივი ტბის” სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. პროექტი „ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა და მისი ღირებულება 16.2 მილიონი ლარია.
9 მაისი 2025
სენაკში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა
სენაკში ერთ-ერთი საუკეთესო საბავშვო ბაღი აშენდა. სამუშაოები მალე დასრულდება და სენაკში გვექნება თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი ახალი საბავშვო ბაღი. ეს არ ეხება მხოლოდ სენაკს, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს ყველა რეგიონში, თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში, მიმდინარეობს ბაღების, სკოლების და სხვა საჯარო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ისეთი როგორიც არასდროს ამ ქვეყნის ისტორიაში არ ყოფილა.
6 მაისი 2025
მუნიციპალური განვითარების ფონდს ბექა ურუშაძე უხელმძღვანელებს
ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძის წარდგინებით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორად ბექა ურუშაძე დაინიშნა.
2 მაისი 2025
ქუთაისის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია, დამატებითი სამუშაოების გამო, ივნისის მეორე ნახევარში დასრულდება
ქუთაისის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულების ფაზაშია. ამ დროისათვის შესრულებულია პროექტით დაგეგმილი სამუშაოების 90%.
23 აპრილი 2025
მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ ქუთაისში არაერთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ ქუთაისში არაერთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს. მათ შორისაა ქუთაისის საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის, ცენტრალური ქუჩებისა და პარკის რეაბილიტაციის პროექტები, რომლის ჯამური ინვესტიცია 150 მილიონ ლარს აღემატება.
3 აპრილი 2025
ტყიბულის მუნიციპალიტეტში ორი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურაში და სოფელ სამტრედიაში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების მშენებლობა დაასრულა.
27 მარტი 2025
კასპის მუნიციპალიტეტში ოთხი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში 75 ბავშვზე, სოფელ თვალადში 100 ბავშვზე სოფელ ფერმა-ჩანგილარის 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების მშენებლობა და სოფელ თეზის 100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დაასრულა.
19 მარტი 2025
გარდაბნის მუნიციპალიტეტში ორი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალასა და სოფელ მარტყოფში 150 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების მშენებლობა დაასრულა.
14 მარტი 2025
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ორი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხესა და სოფელ ახაშენში 100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების მშენებლობა დაასრულა.
22 თებერვალი 2025
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ორი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაღდათსა და სოფელ გვიმრიანში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების მშენებლობა დაასრულა.