სოფლების: ციხისუბანი, ღორთუბანი, ზედუბანი, აფიეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია
მოგესალმებით,
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (მგფ) მსოფლიო ბანკის დაფინანსებით რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის დამატებითი დაფინანსების (SRMIDP-AF) ფარგლებში გეგმავს სოფლების: ციხისუბანი, ღორთუბანი, ზედუბანი, აფიეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას.
საპროექტო გზა იწყება სოფელ ციხისუბანიდან, კვეთს სოფელ ღორთუბანს და შემდეგ უერთდება როგორც სოფელ ზედუბანს ასევე სოფელ აფიეთს. გზები როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული მთლიანად არის დასახლებული ან/და მდებარეობს სახნავ სავარგულებზე. ამ გარემოებებიდან გამომდინარე ტრასის დასაწყისიდან გზის სიგანე აღებულია 4,5 მ ხოლო შემდგომ დასახლებული პუნქტში შეზღუდული პირობების გამო გზის სიგანე მიღბულია 4,0 მ. პროექტი დაყოფილია ორ მონაკვეთად. პირველი მონაკვეთი მთავრდება სოფელ ზედუბანში - 3067,0 მ, ხოლო მეორე იწყება პირველი მონაკვეთის პკ 21+75–დან - 1308,5 მ.
ქვე-პროექტის ხანგრძლივობაა 9 თვე.
დაინტერესებულ პირს უნდა გააჩნდეს გზების მშენებლობის გამოცდილება.
მგფ ატარებს ბაზრის კვლევას აღნიშნული სამუშაოების მიწოდებაზე დაინტერესებული პირების გამოვლენისა და შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით. ტექნიკური მოთხოვნები და ხარჯთაღრიცხვა შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე:
https://drive.google.com/drive/folders/1KxXJVUPZ5mVkjzoaXKWDZw9etY4NK1Gi?usp=share_link
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, არაუგვიანეს 2023 წლის 17 თებერვლის 18:00 საათისა წარმოგვიდგინოთ შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: wbpocurement@mdf.org.ge
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
თამარ გოგოლაძე
შესყიდვების კონსულტანტი
557 26 88 61
პატივისცემით,
შესყიდვების დეპარტამენტი
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი