პროკურატურის ახალი შენობის მშენებლობასთან დაკავშირებით ღია კარის დღე გაიმართა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, პროკურატურის ახალი შენობის მშენებლობასთან დაკავშირებით, ღია კარის დღე გამართა.
ფონდმა უკვე დაასრულა პროკურატურის ახალი შენობის საპროექტო სამუშაოები და უახლოეს დღეებში სამშენებლო ტენდერის გამოცხადებას გეგმავს.
ღია კარის დღეზე, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, პროკურატურის თანამშრომლებთან და საპროექტო ორგანიზაციასთან ერთად, სამშენებლო კომპანიებს ახალი შენობის დეტალური პროექტი წარუდგინა.
შეხვედრის მიზანი იყო პროექტისა და გამოსაცხადებელი ტენდერის დეტალები, მათ შორის, პროცედურები უფრო მეტად ხელმისაწვდომი გაეხადა კომპანიებისათვის, რაც გამოცხადებული ტენდერის მაღალი კონკურენციის პირობებში ჩატარებას შეუწყობს ხელს .
დაინტერესებულ კომპანიებს შესაძლებლობა მიეცათ ტენდერის გამოცხადებამდე გაცნობოდნენ პროექტის დეტალებს და შესაბამისად, უფრო უკეთ მოემზადონ მისთვის.
კომპანიების აქტიური ჩართულობა და მეტ კონკურენცია მნიშვნელოვანია პროექტის ეფექტიანი განხორციელებისთვის.