კახეთში 8 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, კახეთის რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში 8 ახალი საბავშვო ბაღის პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერები გამოაცხადა.
გამოცხადებული ტენდერების ჯამური ღირებულება 10 მილიონ ლარზე მეტია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით, გათვალისწინებულია 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა და რეაბილიტაცია. პროგრამა რამდენიმე ეტაპად განხორციელდება, რასაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.3 მილიარდი ლარი მოხმარდება.
პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის 100 მილიონი ლარი 2023 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია.
კახეთის რეგიონში გამოცხადებულ ტენდერებთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია ხელმისაწვდომია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებგვერდზე:
http://mdf.org.ge/?site-lang=ka&site-path=tenders/current_tenders/&id=4993
http://mdf.org.ge/?site-lang=ka&site-path=tenders/current_tenders/&id=4992
ფონდი, პირველ ეტაპზე, 135 ახალი საბავშვო ბაღის სამშენებლო და 100 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო ტენდერის გამოცხადებას გეგმავს.