მარტვილის მუნიციპალიტეტში 3 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება

7 მარტი 2023

 საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ბაღების მშენებლობის პროგრამის ფარგლებში,  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, მარტვილის მუნიციპალიტეტში 3  საბავშვო ბაღის პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა.

ბაღების პროექტირება-მშენებლობა დაგეგმილია მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჭედილში, სოფელ გურძემში და სოფელ პირველ კიწიაში. გამოცხადებული ტენდერების ჯამური ღირებულება დაახლოებით 3. 9 მილიონი ლარია.

ბაღების მშენებლობის პროგრამით, ქვეყნის მასშტაბით, გათვალისწინებულია 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა და რეაბილიტაცია. პროგრამა რამდენიმე ეტაპად განხორციელდება, რასაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.3 მილიარდი ლარი მოხმარდება.

ფონდმა, პროგრამის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით 35 საბავშვო ბაღის პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერები უკვე გამოაცხადა.

მარტვილის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი გამოცხადებული ტენდერებთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია ხელმისაწვდომია  მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებგვერდზე:

 

http://mdf.org.ge/?site-lang=ka&site-path=tenders/current_tenders/&id=5005

 

ფონდმა, ჯამში, 135 ახალი საბავშვო ბაღის სამშენებლო და 100 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო ტენდერის გამოცხადებას გეგმავს.