საბავშვო ბაღების რეაბილიტაციაზე ტენდერების გამოცხადება დაიწყო
21 ივლისი 2023
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით დაწყებული, საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით საბავშვო ბაღების რეაბილიტაციაზე ტენდერების გამოცხადება დაიწყო.
ქვემო ქართლის რეგიონში 5 ბაღის რეაბილიტაციის ტენდერები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა.
ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის ახალი პროგრამის განხორციელებას, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 1.3 მილიარდი ლარი მოხმარდება.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ამავე პროგრამის ფარგლებში, 130-მდე ბაღის მშენებლობაზე, უკვე დაასრულა ტენდერები და გააფორმა ხელშეკრულებები.
ახალ საბავშვო ბაღებში მოეწყობა სათამაშო და საძინებელი ოთახები, საპირფარეშოები და ეზოები. გათვალისწინებულია შიდა და გარე სივრცეების, რეკრეაციული ზონების, კომუნიკაციების და სველი წერტილების კეთილმოწყობაც.
ბაღების შენობა სრულად ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის.
გამოცხადებულ ტენდერებთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია ხელმისაწვდომია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებგვერდზე:'
http://mdf.org.ge/?site-lang=ka&site-path=tenders/current_tenders/&id=5210
http://mdf.org.ge/?site-lang=ka&site-path=tenders/current_tenders/&id=5211
http://mdf.org.ge/?site-lang=ka&site-path=tenders/current_tenders/&id=5212