მარნეულის სტადიონის მშენებელობა აქტიურ ფაზაშია
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი მარნეულში უეფას მეორე კატეგორიის სტადიონს აშენებს.
სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს მთავრობა 8.1 მილიონ ლარით აფინანსებს.
ქალაქ მარნეულში სტადიონის მშენებლობის ძირითადი სამუშოები დასრულებულია. პროექტის ფარგლებში უკვე აშენდა ცენტრალური სტადიონი 2000 გულშემატკივარისთვის განკუთვნილი ტრიბუნით. სტადიონის კომპლექსში მოეწყო გასახდელები, სველი წერტილები, სწრაფი კვების სივრცეები და სხვა სამეურნეო სათავსები. დამონტაჟდება ძირითადი სტადიონის განათების, გახმოვანების და სახანძრო სისტემები. მოეწყობა სპეციალური სივრცეები ტელერეპორტაჟებისათვის.
სტადიონი სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდულლი შესაძლებლობის მქონე პირთათვის.
ახალი სტადიონი ქალაქისა და რეგიონის ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.