სიახლეები
7 მარტი 2026
ამბროლაურის კულტურის სახლის პროექტირება იწყება
ამბროლაურის კულტურის სახლის პროექტირება იწყება. ხელშეკრულება კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდა, რომელის მომსახურება ოთხი ეტაპისგან შედგება და სამუშაოების შესრულების საერთო ვადად 6 თვეა განსაზღვრული.
7 მარტი 2026
ქვემო ქართლის რეგიონში ხუთი სკოლის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვემო ქართლის რეგიონში ხუთი საჯარო სკოლის მშენებლობას ახორციელებს. ჯამში, 1500-მდე მოსწავლე თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სკოლებში შეძლებს განათლების მიღებას.
3 მარტი 2026
ლაგოდეხში სპორტული კომპლექსი-საფეხბურთო ცენტრი აშენდება
ლაგოდეხში მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი და საფეხბურთო ტექნიკური ცენტრი აშენდება. პროექტის ფარგლებში აშენდება მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი, სადაც განთავსდება დიდი და საბავშვო აუზები, სატრენაჟორო და ფიტნეს დარბაზები, მწვრთნელთა, სამედიცინო და ფიზიოთერაპიის ოთახები.
3 მარტი 2026
სოფელ ყარაჯალაში სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში სრულად განახლდა 150 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა. სკოლაში მოეწყო საკლასო ოთახები, სამასწავლებლო, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორია,ასევე ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სივრცეები.
3 მარტი 2026
სოფელ მსხალგორში ახალი საბავშო ბაღი აშენდა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მსხალგორის ბაღში გათვალისწინებულია ბავშვების განათლებისა და სოციალიზაციისათვის აუცილებელი ყველა საჭიროება. შენობაში მოწყობილია საგანმანათლებლო და მოსასვენებელი ოთახები, სამზარეულო, ეზო და სათამაშო სივრცე.
3 მარტი 2026
სოფელ სამრეკლოში ახალი საბავშვო ბაღი აშენდება
ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, ბექა ურუშაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამრეკლოში 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის გაჭიანურებული მშენებლობა დაათვალიერა.
3 მარტი 2026
დედოფლისწყაროში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრი აშენდება
დედოფლისწყაროში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრი და ხელოვნურსაფარიანი სტადიონი აშენდება. პროექტის ფარგლებში მოეწყობა 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, გასახდელები, სველი წერტილები და სამეურნეო სათავსო.
3 მარტი 2026
დედოფლისწყაროში № 1 საჯარო სკოლის მშენებლობა გრძელდება
ქალაქ დედოფლისწყაროში № 1 საჯარო სკოლის მშენებლობა გრძელდება, სკოლა 650 მოსწავლეზეა გათვლილი. ახალი სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შენდება.
2 მარტი 2026
ინფრასტრუქტურის სამინისტროში საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საკონკურსო კომისიამ ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში მულტიფუნქციური კომპლექსის საკონკურსო განაცხადები და ქვეყნის სხვადასხვა ტერიტორიაზე 6 საბავშვო ბაღის პროექტირებისთვის წარდგენილი წინადადებები განიხილა.
27 თებერვალი 2026
სოფელ განთიადსა და სოფელ ბარეთში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია იწყება
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი წალკის მაღალმთიან სოფლებში საჯარო სკოლების რეაბილიტაციას იწყებს. განთიადსა და ბარეთში, საჯარო სკოლების რეაბილიტაცია განხორციელდება სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაციის (NEFCO) მიერ დაფინანსებული პროექტის “საქართველოს შორეული მთიანი რეგიონების საჯარო სკოლები“ ფარგლებში.












