გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ბაზრის კვლევის შესახებ - ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, Design-Build მეთოდით, ყინულის სასახლის (ყინულის მოედანით) მშენებლობისათვის საჭირო დეტალური პროექტის მომზადების და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა

გამოქვეყნებულია: 22 ნოემბერი 2023    /    ძალაშია: 30 ნოემბერი 2023

 გ   ა   ნ   ც   ხ   ა   დ   ე   ბ   ა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ბაზრის კვლევის შესახებ
 
მოგესალმებით, 
 
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ: 206074193) გეგმავს, ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, Design-Build მეთოდით, ყინულის სასახლის (ყინულის მოედანით) მშენებლობისათვის საჭირო დეტალური  პროექტის მომზადების და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების შესყიდვას (CPV-45212211).  
შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად, საჭიროა განისაზღვროს შესყიდვის ობიექტის (ყინულის სასახლის (ყინულის მოედანით) მშენებლობისათვის Design-Build) სავარაუდო ღირებულება.  
აღნიშნულიდან გამომდინარე, თანდართული ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული გასატარებელი ღონისძიებების შესაბამისად გთხოვთ, არაუგვიანეს 2023 წლის 30 ნოემბრისა, წარმოადგინოთ თქვენი წინადადება (განფასებული ცხრილის PDF ფაილის სახით, ორგანიზაციის ხელმძღვანელის/პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით, ბეჭდის არსებობის შემთხვევაში, ორგანიზაციის ბეჭდით და თარიღით) შემდეგ ელ. ფოსტაზე: gogprocurement@mdf.org.ge; tkardava@mdf.org.ge (იხ. დანართი N2 და დანართი N3) (შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაა 30,000,000.00 ლარი, დღგ-ს ჩათვლით).
 
ზემოთ აღნიშნულ ბაზრის კვლევასთან დაკავშირებული, სავალდებულოდ გასათვალისწინებელი შენიშვნები:
1. საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების ღირებულება დღგ-ს ჩათვლით არ უნდა აღემატებოდეს საერთო (ჯამური) განფასების 3%-ს.
2. შემოთავაზებულ წინადადებას თან უნდა დაერთოს, შემსყიდველის მიერ განსაზღვრული, მომსახურების გაწევის და სამუშაოების შესრულების გამოცდილების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მომსახურების გაწევის და სამუშაოების შესრულების გამოცდილების შესახებ პირობებისა და მოთხოვნების შესაბამისად; მომსახურების გაწევის და სამუშაოების შესრულების გამოცდილების არსებობის დადასტურება ასევე შესაძლებელია იმ ქვეკონტრაქტორის გამოცდილებით: 
I) რომელიც გაწევს წინამდებარე შესყიდვის ობიექტით გათვალისწინებულ საპროექტო მომსახურებას და რომელსაც დანამდვილებით გააჩნია ხსენებული გამოცდილება, რაც უნდა დადასტურდეს შემსყიდველის მიერ განსაზღვრული, მომსახურების გაწევის გამოცდილების შესახებ პირობებისა და მოთხოვნების შესაბამისად;
II) რომელიც შეასრულებს წინამდებარე შესყიდვის ობიექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების ღირებულების არაუმეტე 40%-ს და რომელსაც დანამდვილებით გააჩნია ხსენებული გამოცდილება, რაც უნდა დადასტურდეს შემსყიდველის მიერ განსაზღვრული, სამუშაოების შესრულების გამოცდილების შესახებ პირობებისა და მოთხოვნების შესაბამისად (იხ. დანართი N1). 
3. შემოთავაზებული წინადადებებიდან, შემსყიდველის მიერ შერჩეული წინადადების საფუძველზე სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გასაფორმებლად მოწვევის თარიღიდან 10 (ათი) სამუშაო დღეში წარმოსადგენია ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 2025 წლის 28 თებერვლის ჩათვლით პერიოდს (იხ. დანართი N4).
ზემოთ აღნიშნული, სავალდებულოდ გასათვალისწინებელი შენიშვნებით განსაზღვრული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, შემსყიდველი განიხილავს მომდევნო დაბალთანხიანი წინადადების მქონე მიმწოდებლის დოკუმენტაციას.  
4. წინადადების ფასის უცხოურ ვალუტაში შემოთავაზების შემთხვევაში, შემოთავაზებული წინადადება დაანგარიშდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ლარის მიმართ აღნიშნული უცხოური ვალუტის გაცვლის ოფიციალური კურსის შესაბამისად, 2023 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით.
 
დანართები: 
გამოცდილების შესახებ მოთხოვნები (დანართი N1); 
ტექნიკური დავალება (დანართი N2); 
განსაფასებელი ცხრილი (დანართი N3);
ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის ნიმუში (დანართი N4).
 
 
 
 
 
 
 
წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისთვის