დაბა ბაკურიანისთვის დამატებითი სპეციალიზებული მანქანების შესყიდვა

გამოქვეყნებულია: 8 დეკემბერი 2023    /    ძალაშია: 31 იანვარი 2024

 კონტრაქტის/ტენდერის #: EBRD/BMSP/G/OT/04-2023

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მიიღო დაფინანსება  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან (EBRD) ბაკურიანის მუნიციპალური სერვისების პროექტის (BMSP) განსახორციელებლად და განზრახული აქვს ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისათვის: დაბა ბაკურიანისთვის დამატებითი სპეციალიზებული მანქანების შესყიდვა. პროექტი ითვალისწინებს დაბა ბაკურიანის მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების მიზნით,  სპეციალიზებული მანქანების შესყიდვას.

ტენდერი განხორციელდება EBRD-ის ელექტრონული შესყიდვის პორტალის (ECCEP) მეშვეობით და მისი პირობების შესაბამისად. ტენდერში მონაწილეობის მისაღებად, ტენდერის მონაწილეებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ECEPP-ის პორტალზე.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: 

 

 

ecepp.ebrd.com/respond/9RD6S3924Y