ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის (ნაწულუკუს კორპუსი) საჯარო სკოლის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის დეტალური პროექტის მომზადება და სამშენებლო სამუშაოები
გამოქვეყნებულია: 9 თებერვალი 2024 / ძალაშია: 12 მარტი 2024
საქართველომ მიიღო მსოფლიო ბანკისგან (The World Bank) დაფინანსება „ინოვაციები, ინკლუზიური განათლება და ხარისხი“ (I2Q) პროექტის განსახორციელებლად და განზრახული აქვს ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისათვის: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის (ნაწულუკუს კორპუსი) საჯარო სკოლის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის დეტალური პროექტის მომზადება და სამშენებლო სამუშაოები, #IBRD/I2Q/DB/NCB/01-2023-2
დეტალური ინფორმაცია იხილეთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შემდეგ ბმულზე:
https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=561679&lang=ge