გარდაბნის მუნიციპალიტეტის ხუთი სოფლის წყალმომარაგების სისტემის მოწყობის მესამე ეტაპის სამუშაოები
ქვე-პროექტი - “გარდაბნის მუნიციპალიტეტის ხუთი სოფლის წყალმომარაგების სისტემის მოწყობის მესამე ეტაპის სამუშაოები” ხორციელდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მეორე რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის (SRMIDP-AF) დამატებითი დაფინანსების ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. ქვე-პროექტი ითვალისწინებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ხუთი სოფლის წყალმომარაგების სისტემის მოწყობას.
პანდემიასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ქვე-პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა 2021 წლის 21 მაისს Zoom აპლიკაციის გამოყენებით.
ქვე-პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმა ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:
ESMP_Gardabani water supply _ 2022_04_07 (Geo)