რუსთავში ახალი, მრავაფუნქციური სპორტული კოპლექსი გაიხსნა
რეგიონული განვითარებისა და ინფრსატრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ რუსთავში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაასრულა.
კომპლექსის გახსნას დაესწრნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია.
ორსართულიანი, დახურული ტიპის სპორტული კომპლექსის მთავარი დარბაზი მოემსახურება 8 ოლიმპიურ სპორტულ სახეობას. კერძოდ, დარბაზში შესაძლებელი იქნება ღონისძიებების გამართვა კალათბურთის, ფრენბურთის, ხელბურთის, მინი ფეხბურთის, კრივის, ჭიდაობის, ძიუდოს, ფარიკაობის სპორტულ სახეობებში.
დარბაზის მოძრავი, ეგრეთ წოდებული ტელესკოპური ტრიბუნები გათვლილია 1500 მაყურებელზე და სივრცის ეფექტური გამოყენების საშუალებას იძლევა. დარბაზი მოწყობილი და აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. შეჯიბრებების ჩასატარებლად დარბაზში დამონტაჟებულია ლედ ეკრანები. შენობა აღჭურვილია გათბობის, გაგრილებისა და ვენტილაციის სისტემებით.
სპოერტუილ კომპლექსში უკვე აღჭურვილია ფიტნეს დარბაზი და გათვალისწინებულია სპოერტსმენების ვარჯიშისათვის და ადგილობრივი თუ საერთაშორისო დონის შეჯიბრებებისთვის საჭირო ყველა სივრცე: გასახდელები, საშაპეები, დასასვენებელი და ინვენტარის შესანახი ოთახები, საკონფერენციო დარბაზი, ღია კაფე.
კომპლექსის მიმდებარედ მოეწყო რეკრეაციული ზონა, საფეხმავლო ბილიკები, 85 ავტომანქანაზე გათვლილი ღია ავტოსადგომი და დამონტაჟდა გარე განათების ლამპიონები.
მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
პროექტი აზიის განვითარების ბანკის 24 მილიონი ლარის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.