კონფერენცია ინფრასტრუქტურის განვითარების პერსპექტივებზე
12 ივნისი 2024
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი ციბაძე საქართველოში FIDIC-ის ბიზნეს დღეების ფარგლებში გამართულ კავკასიის და ცენტრალური აზიის სამშენებლო ფორუმზე სიტყვით გამოვიდა.
გიორგი ციბაძემ ყურადღება გაამახვილა საინჟინრო-საკონსულტაციო და იურიდიული სექტორის განვითარებისა და ხელშეწყობის აუცილებლობაზე.
კონფერენციის მიზანს საინჟინრო პროფესიის მხარდაჭერა, ამ სფეროში საუკეთესო სტანდარტების დანერგვა და FIDIC-ის ცოდნით საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარება წარმოადგენდა.
შეხვედრას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული ექსპერტები, დარგის სპეციალისტები და საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.