საბაზისო და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის მოწყობა თბილისის ეროვნულ პარკში
5 აგვისტო 2022
მუნიციპალიტეტი: თბილისი
დონორი: WB
ქვე-პროექტი ხორციელდება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ რეგიონული განვითარების მესამე პროექტის ფარგლებში (RDP 3), რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით. თბილისის ეროვნულ პარკში საბაზისო და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის მოწყობის ქვე-პროექტის მიზანია საბაზისო და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა, თბილისის ეროვნული პარკის ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით.
2022 წლის 28 ივლისს, ქვე-პროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური მიმოხილვის და გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის გეგმის საჯარო განხილვა ჩატარდა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში.
ქვე-პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმა ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: