„განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, Design-Build მეთოდით, სარეაბილიტაციო-სამშენებლო ობიექტებისათვის (ადიგენის, ასპინძის, ნინოწმინდის, ბორჯომის, ახალქალაქის, ახალციხის მუნიციპალიტეტები) დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების და დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე შესაბამისი სამუშაოების შესრულების შესყიდვა

გამოქვეყნებულია: 5 ივლისი 2024    /    ძალაშია: 7 აგვისტო 2024
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს ელექტრონულ ტენდერს - NAT240013234 საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 აპრილის N185 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის - „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, Design-Build მეთოდით, სარეაბილიტაციო-სამშენებლო ობიექტებისათვის (ადიგენის, ასპინძის, ნინოწმინდის, ბორჯომის, ახალქალაქის, ახალციხის მუნიციპალიტეტები) დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების და დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე შესაბამისი სამუშაოების შესრულების შესყიდვის მიზნით.        

შესყიდვის გამოცხადების თარიღი: 2024 წლის 05 ივლისი

წინადადებების მიღება იწყება: 2024 წლის 02 აგვისტოს

წინადადებების მიღება მთავრდება: 2024 წლის 07 აგვისტოს, 15:00 საათზე   

პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება: 1,821,168.58 ლარი, დღგ-ს გარეშე

სახელშეკრულებო ღირებულება: 60,000,000.00 ლარი, დღგ-ს ჩათვლით 

 
დეტალური ინფორმაციის გასაცნობად გთხოვთ გამოიყენოთ შემდეგი ბმული: