ასპინძის მუნიციპალიტეტის ოშორის სკოლის და ახალციხის მუნიციპალიტეტის ურაველის სკოლის ენერგოეფექტურობის განახლება

გამოქვეყნებულია: 1 ოქტომბერი 2024    /    ძალაშია: 20 ნოემბერი 2024

 საქართველომ მიიღო ჩრდილოატლანტიკური ქვეყნების გარემოსდაცვითი ფინანსური კორპორაციისგან (NEFCO) დაფინანსება საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაციის და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების პროექტის განსახორციელებლად. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აღნიშნული პროექტის ფარგლებში იწვევს კომპანიებს პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოებისთვის: ასპინძის მუნიციპალიტეტის ოშორის სკოლის და ახალციხის მუნიციპალიტეტის ურაველის სკოლის ენერგოეფექტურობის განახლება.

 

დეტალური ინფორმაცია იხილეთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შემდეგ ბმულზე:

 

https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=596606&lang=ge