მიმდინარე ტენდერები

გამოქვეყნებულია: 11 ოქტომბერი 2024    /    ძალაშია: 22 ოქტომბერი 2024

NAT240020237, ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, Design-Build მეთოდით, იმერეთის რეგიონის ქალაქ ქუთაისის N14 საბავშვო ბაღის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის დეტალური პროექტის მომზადების და მის საფუძველზე შესაბამისი სამუშაოების შესრულების სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს ელექტრონულ ტენდერს - NAT240020237, ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, Design-Build მეთოდით, იმერეთის რეგიონის ქალაქ ქუთაისის N14 საბავშვო ბაღის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის დეტალური პროექტის მომზადების და მის საფუძველზე შესაბამისი სამუშაოების შესრულების სახელმწიფო შესყიდვა.
გამოქვეყნებულია: 2 ოქტომბერი 2024    /    ძალაშია: 4 ნოემბერი 2024

თბილისის N50 საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია

საქართველომ მიიღო მსოფლიო ბანკისგან (The World Bank) დაფინანსება „ინოვაციები, ინკლუზიური განათლება და ხარისხი“ (I2Q) პროექტის განსახორციელებლად და განზრახული აქვს ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისათვის: თბილისის N50 საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია #IBRD/I2Q/CW/NCB/22-2024
გამოქვეყნებულია: 1 ოქტომბერი 2024    /    ძალაშია: 20 ნოემბერი 2024

ასპინძის მუნიციპალიტეტის ოშორის სკოლის და ახალციხის მუნიციპალიტეტის ურაველის სკოლის ენერგოეფექტურობის განახლება

კონტრაქტის/ტენდერის #: NEFCO/DB-LGMF-3

საქართველომ მიიღო ჩრდილოატლანტიკური ქვეყნების გარემოსდაცვითი ფინანსური კორპორაციისგან (NEFCO) დაფინანსება საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაციის და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების პროექტის განსახორციელებლად. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აღნიშნული პროექტის ფარგლებში იწვევს კომპანიებს პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოებისთვის: ასპინძის მუნიციპალიტეტის ოშორის სკოლის და ახალციხის მუნიციპალიტეტის ურაველის სკოლის ენერგოეფექტურობის განახლება.
გამოქვეყნებულია: 25 სექტემბერი 2024    /    ძალაშია: 23 ოქტომბერი 2024

მესტიის დასახლებაში ლაღამის უბნის რებილიტიცია (საწყისი ორი სექტორი)

კონტრაქტის/ტენდერის: LCIP/CW/017-1-2024

საქართველოს მთავრობამ მიიღო სესხი აზიის განვითარების ბანკისგან (the Asian Development Bank) „საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამა თანაბარი განვითარებისთვის“ პროგრამის ფარგლებში განსახორციელებლად და ამ სახსრების ნაწილი გამოყენებული იქნება მესტიის დასახლებაში ლაღამის უბნის რებილიტიციის (საწყისი ორი სექტორი) განსახორციელებლად.
გამოქვეყნებულია: 2 სექტემბერი 2024    /    ძალაშია: 22 ოქტომბერი 2024

წალკის მუნიციპალიტეტის საყდრიონის სკოლის და ნარდევანის სკოლის ენერგოეფექტურობის განახლება

კონტრაქტის/ტენდერის #: NEFCO/DB-LG-2

საქართველომ მიიღო ჩრდილოატლანტიკური ქვეყნების გარემოსდაცვითი ფინანსური კორპორაციისგან (NEFCO) დაფინანსება საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაციის და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების პროექტის განსახორციელებლად. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აღნიშნული პროექტის ფარგლებში იწვევს კომპანიებს პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოებისთვის: წალკის მუნიციპალიტეტის საყდრიონის სკოლის და ნარდევანის სკოლის ენერგოეფექტურობის განახლება.
გამოქვეყნებულია: 11 აპრილი 2023    /    ძალაშია: 11 აპრილი 2028

შესყიდვის ზოგადი შეტყობინება - შენობებში მწვანე ინვესტიციების პროექტი

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ გამოყოფილი 40 მილიონი ევროს ოდენობის სესხისა და ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო პლატფორმის მიერ გამოყოფილი 10 მილიონი ევროს ოდენობის გრანტის გამოყენებას საქართველოს საზოგადოებრივი დანიშნულების შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებისა და რეაბილიტაციის მიზნით.