ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედას საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა

2 ოქტომბერი 2024

 რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ვანის მუნიციპალიტეტის, სოფელ მუქედში 50 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაასრულა.

პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა და ღირებულება 1.3 მილიონი ლარია.

ახლადაშენებულ საბავშვო ბაღში მოეწყო საძინებელი, სათამაშო, გამოსაცვლელი და ადმინისტრაციული ოთახები, სამზარეულო, სასადილო, სამრეცხაო, ლიფტი და საევაკუაციო კიბეები. ეზოებში მოეწყო სათამაშო მოედნები.

თანამედროვე სტანდარტებისა და დადგენილი ნორმების სრული დაცვით აშენებული ახალი საბავშვო ბაღის შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე აღსაზრდელებისათვის.

მშენებლობის დასრულების შემდეგ, ბაღის აღსაზრდელები საცხოვრებელთან ახლოს მდებარე, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის ბაღში მიიღებენ სკოლამდელ განათლებას.

მუქედას საბავშვი ბაღის მშენებლობა ,,ბაღების მშენებლობა რეაბილიტაციის პროგრამისფარგლებში დასრულდა, რომლის ფარგლებში მთელის ქვეყნის მასშტაბით, ჯამში, 885 ბაღის მშენებლობა რეაბილიტაცია უნდა განხორციელდეს.

ჯამში, ბაღების მშენებლობა რეაბილიტაციის პროგრამის პირველი ეტაპის ფარგლებში, მუნიციპალური განვითარების ფონდი 2024-2025 წლებში იმერეთის რეგიონში 13 საბავშვო ბაღის მშენებლობას და 11 ბაღის რეაბილიტაციას დაასრულებს.