ხაშურში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა შენდება
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ ხაშურში №2 საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოებს აგრძელებს.
ხაშურის, დავით კაკიაშვილის სახელობის №2 საჯარო სკოლა 440 მოსწავლეზეა გათვლილი.
საჯარო სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირდება და ის სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
პროექტის მიხედვით მოეწყობა საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია, დამონტაჟდება გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები, რეაბილიტაციისა ჩატარდება ენერგოეფექტურობის საჭირო სამუშაოებიც.
დასრულდა სახურავისა და კედლების დათბუნება, რაც უზრუნველყოფს ზამთრის პერიოდში ელექტრო ენერგიის დაზოგვას და სითბოს შენარჩუნებას.
აღსანიშნავია, რომ დავით კაკიაშვილის სახელობის საჯარო სკოლა 1927 წელს, ხოლო მისი ერთი ფლიგელი 1970 წელს აშენდა, მას შემდეგ სკოლას რეაბილიტაცია არ ჩატარებია, შენობა იყო ავარიულ მდგომარეობაში და საჭიროებდა გადაუდებელ რეაბილიტაციას.
№2 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობა ხორციელდება მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხისა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით, რომლის ფარგლებშიც 37 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციაა გათვალისწინებული.
სამშენებლო სამუშაოები 2024 წლის ბოლოს დასრულდება.