საქართველო, 2025 წელს, ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ფესტივალისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობას ახორციელებს.
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს საქართველო 2025 წელს უმასპინძლებს.
ფესტივალისთვის, დაბა ბაკურიანში ეწყობა ბიატლონისა და თხილამურებით რბოლის (Cross Country) მოედანი. თბილისში კი, დასრულების ეტაპზეა ყინულის სასახლე.
ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა აქტიურად მიმდინარეობს.
ფესტივალის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, ქვეყანას ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ევროპის ოლიმპიური კომიტეტების მისიის ხელმძღვანელები სტუმრობენ.
ფესტივალის საკოორდინაციო კომისიის წევრებთან სამუშაო შეხვედრას მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე, ბაკურიანი 25 - ის თავჯდომარის მოადგილე ზურაბ დარჩიაშვილი და მოწვეულ სტუმრები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე განიხილეს საორგანიზაციო კომიტეტის 7 თვიანი მუშაობის შედეგები, რაც სტუმრებმა დადებითად შეაფასეს. შეხვედრის მონაწილეებმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს. მათ შორის, განიხილეს ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ფესტივალისთვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტები.
ღონისძიების ცნობადობის გაზრდისა და ქვეყანაში ოლიმპიური თამაშების განვითარების მიზნით, საორგანიზაციო კომიტეტს დაგეგმილი აქვს 20 თვიანი აქტიური მარკეტინგული კამპანიაც.
ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ფესტივალის მასპინძლობა და ახალი ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს ქვეყანაში ზამთრის სპორტისა და ტურიზმის განვითარებას.